"ოცნების" მიერ დაზარალებულ მცირე მეწარმეებს ორბელიანების მოედანზე სივრცე უსასყიდლოდ დაუთმეს

02.01.25 20:51
"ოცნების" მიერ დაზარალებულ მცირე მეწარმეებს ორბელიანების მოედანზე სივრცე უსასყიდლოდ დაუთმეს

 

მხარდაჭერა მცირე მეწარმეებს - ამ წუთებში ორბელიანების მოედანზე იმ ბიზნესმენების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, ვინც რეჟიმის გამო დაზარალდა. საუბარია კომპანიებზე, ვინც კალაძის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად თქვეს უარი. მათ მხარდაჭერის მიზნით სივრცე დაუთმეს ბაზარი ორბელიანზე, სადაც პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

ბაზარმა ორბელიანმა დაგვითმო სივრცე მცირე მეწარმეებს. ეს არის ძლაიან დიდი მხარდაჭერა მცირე მეწარმეების. რაც შეეხება მერიის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვას, სანამ დავრეგისტრირდებოდი, მანამ ეს ყველაფერი მოხდა. პროდუქცია რომ გავაზამდეთ, გადავწყვიტეთ, საერთოდ არ დავრეგისტრირებულიყავით. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ახლა არ იყო ამის დრო. აქ ვინც ვართ, ის ხალხი ვირჩევთ განვითარებას და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, - ამბობენ მცირე მეწარმეები.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის ჩართვაში.