დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი - ზელენსკი
დონალდ ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და შეაჩეროს ვლადიმერ პუტინი, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე რამდენჯერმე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.
"ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი - უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, - განაცხადა ზელენსკიმ.