ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა
ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
- 1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი.
- 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი.
- ასევე სხვადასხვა წლებში საქართველოს მე-3, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ნიკო ლეკიშვილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).