სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების აქცია ტყიბულში - რა ვერ აპატია რეჟიმმა მაღაროელებს

03.01.25 15:03
სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების აქცია ტყიბულში - რა ვერ აპატია რეჟიმმა მაღაროელებს

40-მდე ტყიბულელი მეშახტე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. მაღაროელებს პირველი იანვრიდან ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და შახტებში აღარ უშვებენ.

ამ წუთებში მაღაროელები აქციას ტყიბულის ცენტრში მართავენ.

მეშახტეებს უმტკიცებენ, რომ დამსაქმებელი კომპანიის  მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებენ, ეუბნებიან, რომ თითქოს გამოცდა ვერ ჩააბარეს, გასაუბრება ვერ გაიარეს, რის გამოც უსამსახუროდ ტოვებენ. 

პროტესტის რეჟიმში გადასული მუშები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საპროტესტო აქციებზე დგომა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიებს. 

მე და ჩემი შვილი ვმუშაბდით მაღაროში. მე 86 წლიდან, ჩემი შვილი 12 წელია და ორივე გაგვათავისუფლეს. მიზეზად მოიგონეს რაღაცა ე.წ. გამოცდები. ვითხოვდით ხელფასებს, სპეცტანსაცმელს, სააბაზანოს მოწყობას, ისეთი არაფერი მოგივთხოვია, რაც არ გვეკუთვნოდა", - ამბობს მაღაროელი.

ჩემი გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას და ამის საფუძველზე მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის კიდევ ორი წევრის გათავისუფლება. ვწერდი სოციალურ ქსელში მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებს, აგრეთვე ვწერდი კომენტარებს. ბევრი გაფრთხილება მივიღე, ასევე მთხოვდნენ ოპოზიციური პარტიის დატოვებას. ეს არ გავითვალისწინე და გამათავისუფლებს ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად", - აცხადებს სამსახურიდან გათავისუფლებული მაღაროელი.