წინასაარჩევნო ზეწოლა - პროკურატურამ ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა

08.09.21 15:18
წინასაარჩევნო ზეწოლა  - პროკურატურამ ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა

ზეწოლა, შანტაჟი და დაშინება - "ქართულ ოცნებას"  ზეწოლაში ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ბართლომე შელია, ადანაშაულებს. ზუგდიდის მაჟირატორობის კანდიდატი ამტკიცებს,  რომ პროკურატურამ თაროდან მის წინააღმდეგ ერთი წლის წინ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე ჩამოიღო და საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საქმე ეხება 2020 წლის აპრილში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც "ქართული ოცნების" წევრსა და ბართლომე შელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ შელია ცემის მუხლით დააკავეს. 

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ძველი საქმის თაროდან ჩამოღება ოპოზიციის წინააღმდეგ წინასაარჩევნო ზეწოლის ყველაზე ნათელი მაგალითია. 

საბოლოოდ გამოიკვეთა, რა ტიპის კამპანიას ატარებს კვლავ ივანიშვილის რეჟიმი და "ქართული ოცნება" ამ არჩევნების წინ. "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა, ბათუ შელიამ, დღეს გაარკვია, რომ გაუღვიძეს ისედაც შეთითხნილი საქმე 1 წლის წინანდელი, ამაზე ნათელი მაგალითი წარმოუდგენელია, გაგახსენდეს საქმე , რომელიც იმდენად აბსურდული იყო, რომ დაივიწყეს წელიწადზე მეტია", - ამბობს გიგა ბოკერია.