გაიხსნა თუ არა შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

08.09.21 15:29
გაიხსნა თუ არა შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 

გომელაურის უწყება განცხადებას დღეს 16:00 საათზე გააკეთებს. 

საქართველოში მცხოვრები ავსტრალიელი ქალი 30 ივლისს გაუჩინარდა.შანაი ბრუკის, ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის  ერთ-ერთ ფერდზე იპოვეს. ქალს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. მკვლელობიდან 1 თვეზე მეტი გავიდა,  თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ დაუდგენია მკვლელის ვინაობა. 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა 1 ივლისს  მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები