საახალწლო "საჩუქარი" საჯარო მოხელეებს - უწყებებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ

03.01.25 20:46
საახალწლო "საჩუქარი" საჯარო მოხელეებს - უწყებებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ

 

ეკა ბაქრაძე ცესკოში დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლია. ეიჩარ დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხელმძღვანელობამ მისი გაშვება ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა: ერთი უკავშირდება ევროინტეგრაციაზე უარის თქმის გამო "ოცნების" გაკრიტიკებას და მეორე, მისი ოჯახის წევრების ოპოზიციასთან კავშირს.

რეპრესიების ტალღამ ყველა უწყებას გადაუარა. პრობაციის ეროვნული ბიუროდან ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ და კონსტიტუციის ერთგული რჩებიან. ერთ-ერთია სოფო აბულაძე, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგი იყო. ახლა მისი 120 ბენეფიციარი პროფესიონალის დახმარების გარეშე დარჩა. აბულაძის გარდა, პრობაციის სააგენტოდან გაუშვეს სამი დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ახალ წლამდე სამი საათით ადრე მათ მიუვიდათ შეტყობინება, რომ სამსახურის გარეშე დარჩნენ. მოტივი აქაც ღიად დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციაა.

"ქართული ოცნება" აზრის პოლიციად იქცა. უშვებენ ყველას, ვინც რუსული მეთოდებით ახალგაზრდების დასჯას აპროტესტებს. ერთ-ერთია მიხეილ ბუცხრიკიძე, ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც დეკემბერში იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ხელისუფლებაში მყოფებს კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეახსენა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.