სოლიდარობა პროტესტის რეჟიმში მყოფ ბიზნესმენებს - მცირე მეწარმეებს ბაზარ ორბელიანებზე სივრცე უსასყიდლოდ დაუთმეს
მხარდაჭერა მცირე მეწარმეებს - ბიზნესმენები, რომლებმაც რეჟიმს პროტესტი გამოუცხადეს, უკვე მეორე დღეა საკუთარ პროდუქციას ბაზარი ორბელიანებზე ყიდიან. სივრცე მათ სოლიდარობის ნიშნად დაუთმეს. ეს ხელს შეუწყობს, რომ კომპანიებმა, რომლებმაც კალაძის ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ფინანსური ზარალი არ ნახონ.
უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომ ასეთი აგრესიული და სასტიკი მოპყრობის გამართლება მოძებნოს და შენ ასე მშვიდად გააგრძელო ამ ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს გამართლებული არანაირად არ არის. რაც შეეხება ორბელიანების ბაზრის მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, მხარდაჭერა. ერთი მუჭა ერი ვართ და ერთადერთი ეს თუ გადაგვარჩენს, - ამბობს მცირე მეწარმე.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის ჩართვაში.