საკვები პროდუქტები, ოქრო და ჯანდაცვა - ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა

03.01.25 21:06
საკვები პროდუქტები, ოქრო და ჯანდაცვა -  ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა

 

მწვანილი, ნიორი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, კივი, კომბოსტო, ბრინჯი და კიტრი - ეს არის პროდუქტები, რომლებზეც ფასები დეკემბრის თვეში თითქმის გაორმაგდა. ზოგიერთ მათგანზე 117 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. საახალწლოდ მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაძვირებული დახვდა. ხალხი ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე ყველაფერი მოზომილად იყიდეს, რადგან გაძვირებულ პროდუქტების ყიდვას ვერ შეწვდნენ.

დეკემბრის თვეში მოიმატა ოქროს ფასმაც.  958 სინჯის ოქროს ბეჭედი 28%-ით არის გაძვირებული, 23%-ით მოიმატა თვითმფრინავით მგზავრობამ, სატრასპორტო მომსახურებამ და ტრანსპორტის ექპლუატაციამაც კი ხალხს საკვები პროდუქტების გარდა დეკემბრის თვეში უფრო მეტის გადახდა მოუწია პირადი მოხმარების, ჰიგიენის ნივთებზე, თამბაქოსა და ალკოჰოუურ სასმელებზე.

მხოლოდ დეკემბრის თვეში ფასებმა მოიმატა ჯანდაცვაზეც. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია. 4%-მდე მოიმატა ამბოლატორიული მომსახურების გადასახადმა, გაძვირდა სამედიცინო აპარატურაც, მოსახლეობას გეგმურ საჭირო კვლევებზე სიარული და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უჭირს, თუ კვლევები ჩაიტარეს რთული არის გაძვირებული მედიკამენტები ყიდვა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.