"სადარბაზოსთან დამხვდნენ, მეჯაჯგურნენ" - აქტივისტ ია გაბუნიას თავს დაესხნენ
სამოქალაქო აქტივისტ ია გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიღბიანი თავდამსხმელები მას ქავთარაძის ქუჩაში, სახლის სადარბაზოსთან ჩაუსაფრდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თავად გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც მან გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
ფეისბუქ სტატუსის გამოქვეყნებიდან უკვე ნახევარი საათი გავიდა, თუმცა ია გაბუნია სამართალდამცველებს არ გამოუკითხავთ. ახალგაზრდა ქალი "პირველებთან" მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მას მუქარის შემცველი შეტყობინებებს უზავნიდნენ, განხორციელდა სატელეფონო ზარიც.
ვიყავი მაღაზიაში ჩასული, დავბრუნდი სახლში, შემოვედი სადარბაზოსთან, სადაც იყო მოყინული და პატარა ფეხი ამისხლტა, რა დროსაც, არ ვიცი საიდან, გაჩნდა უცებ ორი, ვერ გეტყვით ნიღბები ეკეთათ თუ არა, ცუდი მხედველობა მაქვს, ორი ადამიანი, რომლებმაც დამიწყეს ჯაჯგური და უნდოდათ ჩემი ძირს დაგდება. ასე ჩავთვალე იმ წუთას და როდესაც დავუწყე ყვირილი და თავის დაცვა, ერთი მეცა სახეზე, რა დროსაც ჩავიკუზე და გავუსხლტი ხელიდან, შევვარდი სადარბაზოში და ვყვიროდი „მიშველეთ!“, ხელით წამოვიდა და სახეზე ჩამომფხაჭნა ერთ-ერთმა ადამიანმა. ერთი თუ ორი თვის წინ, მაშინაც ორი ადამიანი გამომეკიდა კიბეზე და უბრალოდ, შემოვასწარი სახლში. იყო ტელეფონზე რეკვები დედაჩემთანაც, შემდეგ ერთი სამი კვირის წინ და შვილის ადგილმდებარეობით დაინტერესდნენ, - ამბობს აქტივისტი.
ია გაბუნია პოლიციას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ზარი 112-ში არ განხორციელებულა. ამის მიუხედავად, ინფორმაცია საჯაროა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.