ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - არიან დაშავებულები

08.09.21 15:51
ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები