ჯო უილსონის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველთან საქართველოს “ავტორიტარული შთანთქმა” განიხილა
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველს მაიკ უოლცს შეხვდა და საქართველოს “ავტორიტარული შთანთქმა” განიხილა.
“მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩვენს მომდევნო მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისადმი “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” საფრთხე. მოუთმენლად ველი ძალის მეშვეობით მშვიდობისთვის ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას!” - წერს უილსონი.