ჰადსონი: პუტინი ბოროტი დიქტატორია, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

04.01.25 10:41
ჰადსონი: პუტინი ბოროტი დიქტატორია, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოთხრა სურს.

მისი თქმით, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. 

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, - აცხადებს რიჩარდ ჰადსონი.