სანქციების წრე ფართოვდება - ცნობილი ხდება, რა წერია “MEGOBARI აქტის” ახალ ვერსიაში
სანქციების წრე ფართოვდება - ცნობილი ხდება, რა წერია “MEGOBARI აქტის” ახალ ვერსიაში, რომელიც ამერიკის კონგრესში რამდენიმე საათის წინ ხელახლა წარადგინეს.
თუ აქამდე ის მხოლოდ ითვალისწინებდა სანქციებს ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსნებისთვის, ახლა სანქციების წრე ფართოვდება. ის შეეხება ''ქართული ოცნების'' ყველა წევრს და მათ ოჯახის წევრებს. ის ასევე მოიცავს ერთგვარ წახალისებას ქართველი ხალხის და ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და გადადგმას დემოკრატიულ ნაბიჯებს, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და გაღრმავდეს.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჯო უილოსნმა ივანიშვილს რეჟიმს დაუანონსა, რომ ტრამპის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
მაიკლ ვოლსი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება 2020 წელს ივანიშვილის სანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკლ ჯონსონი ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო იმ ანგარიშს, სადაც ივანიშვილის სანქცირება იყო მოთხოვნილი. მაიკლ ჯონსონი, მაიკლ ვოლსი და მარკო რუბიო ყველანი მუშაობენ დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით მხარი დაუჭირონ თავისუფლებასა და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მის გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორ პარტიულ მუშაობას . ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგენი არიან'', - ამბობს ჯო უილსონი.
- შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს - მან 218 ხმა მოაგროვა.
უილსონით თქმით, ''MEGOBARI აქტს" ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ რესპუბლიკელების და დემოკრატების საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ერთად მუშაობას. ''MEGOBARI აქტი'' აჩენს იმ სიყვარულს და მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ გვაქვს'', - ამბობს ჯო უილსონი.
ხელახლა წარდგენილი „მეგობარი აქტი“:
- ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას, რომლებზეც აღმოჩნდება, რომ კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაში არიან ჩართული;
- უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც მოითხოვს უფრო ღრმა ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება; შემდეგ;
- ითხოვს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების სრულ აღრიცხვას საქართველოში და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით.
- ხელახლა წარდგენილი აქტი ისევ მოითხოვს „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას და კვლავ ითვალისწინებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას.
„მეგობარი აქტი“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მთავრობას გაათავისუფლოს პოლიტიკური პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.
ასევე მოუწოდებს, რომ საფუძვლიანად მოხდეს გამოიძიება ყველა ბრალდების, რომელიც წარმოიშვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ხელახლა წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, წარუდგინოს კონგრესის შესაბამისი კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ.