პატრიარქის დამონტაჟებული ვიდეო - რას ამბობენ მღვდელმთავრები

04.01.25 11:28
პატრიარქის დამონტაჟებული ვიდეო - რას ამბობენ მღვდელმთავრები

 

პატრიარქის დამონტაჟებული ვიდეო - მღვდელმთავრები, რომლებმაც უწმინდესი და უნეტარესი ბოლოს მოინახულეს, საუბარია 25 დეკემბერზე, როდესაც ილია მეორeს აღსაყდრებიდან 47 წელი შეუსრულდა, ამბობენ, რომ პატრიარქი არის მხნედ და მათ ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

ვიყავი პატრიარქთან მისალოცად. ეს იყო 25 დეკემბერი პატრიარქმა დაგვიბარა ეპისკოპოსები და ერთი საათი გვესაუბრა, ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ დანარჩენი არ ვიცი. ის, რასაც მამა ანდრია წერს მე არ ვიცი. არ ვიყავი საქართველოში მაგ დროს, ასე რომ ვერაფერს გეტყვით'', - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

დღეს უწმინდესის დაბადების დღეა, ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა, ამიტომაც, მასთან საპატრიარქოში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასულიერო პირები და აღნიშნული ვიდეოს შესახებ უფრო მეტს სწორედ იქ გაიგებენ. 

25 დეკემბერს ვიყავი და კარგი იყო პატრიარქის მდგომარეობა. არ გვინახია მისი მილოცვა. არ ვიცი, დღეს მივალ პატრიარქთან და მივულოცავ '', - ამბობს მეუფე გრიგოლ კაცია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.