ცესკოს შეფი ახალ წელს მომატებული ხელფასით ხვდება

04.01.25 11:37
ცესკოს შეფი ახალ წელს მომატებული ხელფასით ხვდება

გიორგი კალანდარიშვილი ახალ წელს მომატებული ხელფასით ხვდება. ცესკოს შეფიის ყოველთვიურიი ანაზღაურებაა 12 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასი  გაეზარდა კალანდარიშვილის მოადგილეს, მდივანს, კომისიის წევრებს და დეპარტამენტის უფროსებსაც - ყველას ათ-ათი პროცენტით.  

ოპოზიციას რჩება განცდა, რომ კალანდარიშვილს და მის გუნდსაც ივანიშვილსს რეჟიმმა გარჯ და ერთგულება დაუფასა არაღიარებული არჩევნების გაფორმების სანაცვლოდ. 

კალანდარიშვილი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს, ხელფასისი გაზრდის გარდა დაცვის მომსახურებაც  გაუხანგრძლივეს. 

ადამიანებს,რომლებიც ესეთ ფუფუნებაში ჰყავთ მათ კიდევ უფრო უმატებენ ხელფასებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პარლამენტში კალანდარიშვილის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორ მხურვალეს უკრავდა ტაშს და პატივისცემას კი არა თაყვანისცემას მისდამი გამოხატვადა. ერთს მხრივ იყო სრულიად კომფორტში ამ ზიზილ პიპილოებში და მეორეს მხრივ მისი უსაფრთხოებას. სად უნდა შეხვდნენ კალანდარიშვილის სად უნდა შეეგებონ სიხარულით და ზეიმით. საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა ცნობილი არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით და მიდი ხელმომწერი არის ზუსტად ეს გიორგი კალანდარიშვილი'' - ამბობს ცესკოს წევრი ოპოზიციიდან.

მსგავსი სიახლეები