სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში, ვდგავარ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზურაბიშვილის გვერდით - ჯო უილსონი

04.01.25 11:41
სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში, ვდგავარ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზურაბიშვილის გვერდით - ჯო უილსონი

''ქართულ ენაზე სიტყვა MEGOBARI ნიშნავს „მეგობარს“ და ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის მჭიდრო მეგობრობას'' - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.   

კონგრესმენის თქმით,  ქართველ ხალხს და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სამართლიანი არჩევების მოთხოვნაში მხარში უდგანან.

ქართულ ენაზე სიტყვა MEGOBARI ნიშნავს ''მეგობარს“ და ეს კანონპროექტი ასახავს შეერთებული შტატებისა და ქართველი ხალხის მჭიდრო მეგობრობასა და პარტნიორობას. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას. მე ვდგავარ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გვერდით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.
ეს კანონპროექტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აძლევს არჩევანს, უარი თქვან დიქტატორ ივანიშვილზე ან ემუქრებათ სანქციები. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გადარჩეს" - ამბობს ჯო  უილსონი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.