ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება სათანადო ნაბიჯია, ვფიქრობ, რომ უფრო შორს წავალთ - კონგრესმენი კოენი
ივანიშვილმა ''ქართული ოცნება'' ქართულ კოშმარად აქცია - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
კოენი ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა.
კონგრესმენი გმობს აქციაზე განხორციელებულ ძალადობას და ამაყობს ამერიკის მიერ ივანიშვილისთის დაწესებული სანქციებით.
ვფიქრობ, რომ უფრო შორს წავალთ - ამბობს კოენი.
ივანიშვილმა ''ქართული ოცნება'' ქართულ კოშმარად აქცია. ქართველ ხალხს საშინელ მდგომარეობა შეექმნა, რადგან მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა სამოქალაქო უფლებების, ადამიანის უფლებებისა და არჩევების კუთხით. ეს არჩევნები გაყალბდა, მათ ხმები არასწორად დაითვალეს და საჭიროა ახალი არჩევების ჩატარება, ამას ითხოვს ქართველი ხალხიც. ისინი აპროტესტებენ ქართველი ხალხმა აჩვენა თავისი სურვილი იყვნენ დასავლეთის, ნატოს, ევროკავშირის ნაწილი. პუტინთან დაახლოებულმა ივანიშვილმა კი სხვა გზა გამონახა, ისინი დემონსტრანტებს ავიწროებენ , სცემენ, მათ არ მოუსმინეს საკუთარი ხალხის თხოვნას და წეს ძალიან სამწუხაროა.
ძლიერ ვამაყობ პრეზიდენტ ბაიდენით, რომელმაც სანქციები დაუწესა ივანიშვილს, რაც სათანადო ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ უფრო შორს წავალთ. შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რომ დემოკრატიისა და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს'', - აცხადებს სტივ კოენი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.