"ოცნება" ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად "შეაღვიძებენ" - ტომ როგანი
"ოცნება" ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად "შეაღვიძებენ - ამის შესახებ რუსეთის შავ სიაში შეყვანილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ტომ როგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხდა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი თვალს არ დახუჭავს "ქართული ოცნების" ჩინურ და რუსულ კავშირებზე.
"რისი იმედი აქვს "ოცნებას" - რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ ჩინურ და რუსულ კავშირებზე თვალს დახუჭავს, ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ქუჩაში გასული უამრავი ადამიანი პროდასავლური პოზიციით გამოირჩევა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებულ პერსპექტივას ემხრობა. ასე რომ, ვფიქრობ, "ოცნება" ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად "შეაღვიძებენ"."- აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი.
ტომ როგანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეინარჩუნებს.
შეუძლებელია, ტრამპის ადმინისტრაციამ ყაველაშვილს დადებითად შეხედოს - ამბობს როგანი.
მეეჭვება, რომ ეს (მიხეილ ყაველაშვილი) იქნება პიროვნება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სიხარულით შეეგებება, მისი ფრაზებიდან - მან პირდაპირ თქვა, ამერიკა საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეაო - და იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც ემსახურება. შეუძლებელია, ტრამპის ადმინისტრაციამ მას დადებითად შეხედოს. რაც აქამდე ვნახეთ, იმით თუ ვიმსჯელებთ, არ მგონია გადაჭარბებული იყოს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი შეინარჩუნებს ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. "- ამბობს ტომ როგანი.