"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა

04.01.25 15:33
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს,  საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე  საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა - ამის შესახებ  ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას!
3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:
• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.
საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
ამიტომ:
იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი!
იფიცება საქართველო! " - წერია  ინფორმაციაში.