საპროტესტო აქციების მონაწილე მუსიკოსს თავს დაესხნენ
თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე მევიოლინეს, გვანცა ჩხაიძეს თავს დაესხნენ - ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.
მისი თქმით, შავებში ჩაცმული კაცი მას მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიასთან გაუსწორდა.
"ამ ტკივილივით დასრულდებით, მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ ქოცებო'' - წერს მუსიკოსი.
"ამ ტკივილივით დასრულდებით!!! მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიას ჩავუარე თუ არა ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა. იმ მხარეს ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ამან დამიცვა რომ თავი კედელს არ მივარტყი. მოკლედ, მაგრად შემაჯანჯღარა.
მოვიხედე და შავებში ჩაცმული მხეცი გარბოდა. ქუჩას გავხედე, არავინ იყო ერთი მამაკაცის გარდა რომელმაც შორიდან დაგვინახა და მორბოდა საშველად - რა უნდოდა, ამას რას ვხედავ, ხომ კარგად ხართ, ახლავე წყალს მოგიტანთ... ამ ადამიანმა მომიყვანა აზრზე რომ მთლად ჯოჯოხეთში არ ვიყავი... PS. მე კი, ვიცი ვისაც გებრძვით და მზად ვარ შეგეჭიდოთ. მალე, ძალიან მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ ქოცებო..."- წერს გვნაცა ჩხეიძე.