სოფელ ბავრასა და განძაში 2 ადამიანი დაჭრეს - ერთი დაიღუპა

04.01.25 16:49
სოფელ ბავრასა და განძაში 2 ადამიანი დაჭრეს - ერთი დაიღუპა

სისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

 „სამხრეთის კარიბჭეს“ ცნობით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. აღნიშნულზე თავდაპირველი ინფორმაცია Jnews-მა გაავრცელა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, სოფელ ბავრაში მომხდარი დაჭრის შემთხვევაზე ბრალდებული არასრულწლოვანია.

ორივე შემთხვევაზე შსს-ს უკვე ჰყავს დაკავებული პირები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.