პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა - მეუფე ნიკოლოზის პირველი კომენტარი უწმინდესის მონახულების შემდეგ

04.01.25 17:02
პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა - მეუფე ნიკოლოზის პირველი კომენტარი უწმინდესის მონახულების შემდეგ

 

 

 

პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა - პატრიარქის მონახულების შემდეგ, საპატრიარქოდან გამოსული მეუფე ნიკოლოზი პირველი კომენტარს აკეთებს

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ილია მეორე არათუ დაუძლურებულია, როგორადაც დამონტაჟებულ ვიდეოში ჩანდა, არამედ თავს კარგად გრძნობს და გალობაც კი შეუძლია. 

ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ფრაზაა, "გვინდოდა, როგორც უკეთესადო და გამოვიდა როგორც ყოველთვისო" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

რეგენტი არის და 2-ში საღამოს, რომ მივედიო რამდენიმე საათი არ გამომიშვა პატრიარქმაო და ერთად ვიგალობეთო. მე ვეუბნებოდი, დაისვენეთ რაღაცა, მაგრამ არ მიშვებდაო არაფრით. მაგალობა და რამდენიმე საგალობელი ესე ორ ხმაში შევსრულვართ. საუბარიც შეუძლია, გალობაც შეუძლია. გალობა, ჩვენც ვიგალობეთ ერთად.
მე არ დავასახელებ წყაროს, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ცნობილი ფრაზაა, რომ "გვინდოდა, როგორ უკეთესადო და გამოვიდა როგორც ყოველთვისო".
არა რა პროვოკაცია, ვიღაც რაღაცა ვერ ქნა. პატრიარქის გადადგომა გამორიცხულია, ეგ დაივიწყოს ყველამ'', - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

დღეს ილია მეორე იუბილარია, უწმინდესი დილიდან სტუმრეებს იღებს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს , სადაც უწმინდესი დაუძლურებულად არის წარმოჩენილი, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.