მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უნდათ, რომ პატიმრობა გაახანგრძლივონ - ონისე ცხადაძის ძმა

04.01.25 17:38
მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უნდათ, რომ პატიმრობა გაახანგრძლივონ - ონისე ცხადაძის ძმა

სინდისის პატიმრების საქმე - ადვოკატების თქმით, პროკურატურა აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეების სასამართლო პროცესი გადადებას ცდილობს.

ონისე ცხადაძის უფლებადამცველი პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს. 

ონისე ცხადაძესთან ვახორციელებ მისი ინტერესების დაცვას, რა თქმა უნდა არ დავეთანხმე, იმ მოცემულობიდან გამომდინარე ღონისძიების შერჩევის პირველი დღიდან, ძალიან ბევრი დროა გასული და ვფიქრობ პროკურატურას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ მოეპოვებინა ყველა შესაძლო მტკიცებულება. აღკვეთს ღონისძიების შესახებ შერჩევის სხდომაზე, თვითონ პროკურორებმაც აღნიშნეს, როცა სხდომის თარიღს ვინიშნავდით, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში ჩაენიშნა მოსამართლეს სხდომა. პროკურატურა ცდილობს, რომ რაც შეიძლება გააჭიანუროს ეს პროცესები, გადადის ძალიან დიდი ხნით და ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს ჩვენი აღქმით, მათ შორის ონისე ცხადაძის აღქმით არის ის, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა'', - ამბობს ადვოკატი.

ონისე ცხადაძის ძმა განვითარებულ მოვლენებს ''მურუსიძის თეატრს'' უწოდებს და აცხადებს, რომ ვარაუდობს, რომ პროცესი ერთი თვით გადაიდება.

მტკიცებულებების მოპოვებისა და პოტენციური დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით უნდა გაახანგრძლივოს პატიმრობა. შესაბამისად, 16- ში უნდა ყოფილიყო, ჩემი ძმის და ჩემს ძმასთან ერად ე.წ. ბრალდებულების საქმე და გადაიწევს ერთი თვით. მტკიცებულება, პროკურატურა და ადვოკატი, რომ ჭრიდეს ამათთან არც ჩასმულები და დაკავებულები არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები. მურუსიძის ეს რაღაც თეატრი, თუ რასაც აკეთებს მაგის განსჯის ნერვები არ მაქვს'', - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.

ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.