უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე იერიში დრონებით მიიტანა

04.01.25 18:49
უკრაინამ რუსეთის რეგიონებზე იერიში დრონებით მიიტანა

4 იანვრის ღამეს უკრაინამ რუსეთის 5 რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 16 უკრაინული დრონი გაანადგურა.

ტელეგრამ-არხ Осторожно, новости-ის ინფორმაციით, დრონით იგეგმებოდა უსტ-ლუგა საზღვაო პორტზე იერიშის მიტანა, რის გამოც ადგილზე თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა.

ამასთან ერთად, 4 იანვრის ღამესა და დილას სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში დროებით შეაჩერეს ფრენები. შეზღუდვები დილის 10:15-ზე მოიხსნა. ამ პერიოდში 20 თვითმფრინავი სარეზერვო აეროდრომებზე გადაიყვანეს.