კრიზისი ტურიზმის სექტორში - საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნების სიიდან ქრება
2025 წლის სამოგზაურო კალენდარი საქართველოში თითქმის ცარიელია - საქართველო, რომელიც დღითიდღე სცილდება დასავლურ კურსს ევროპელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნების სიიდან ქრება. ტურიზმის სექტორს საახალწლო სეზონი ფაქტობრივად ჩაუვარდა.
სტუმარ-მასპინძლობის დარგი ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა. პოლიტიკური კრიზისის გამო, გაუქმებულია ევროპელი ვიზიტორების ჯავშნები სასტუმროებშია, ასევე გაუქმებულია ტურები საქართველოს მასშტაბით.
ზარალი ჯერ არავის დაუთვლია, თუმცა უხეში გათვლებით, სექტორმა უკვე ასი ათასობით ლარი დაკარგა. მართალია ზამთრის კურორტებზე ახლა ხალხი არის, თუმცა იქ ევროპელების ნაცვლად, რუსები და ბელარუსის მოქალაქეები ისვენებენ.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.