პროტესტის მეორე დღე - მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულში თინა ბოკუჩავა ჩავიდა

04.01.25 19:18
პროტესტის მეორე დღე - მეშახტეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულში თინა ბოკუჩავა ჩავიდა

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში - ადგილობრივი მეშახტეები სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ. 40-მდე დასაქმებული, ვინც დღე და ღამე მიწის ქვეშ მუშაობდა, დარწმუნებულია, რომ მათ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიეს.

ტყიბულელი მეშახტეები შეძლებისდაგვარად იდგენენ აქციებზე და აპროტესტებენენ შეჩერებულ ევროინტეგრაციის პროცეს, ახალი წელი კი მათთვის მოულოდენლი შეტყობინებით დაიწყო. მათ მიზეზის გარეშე უთხრეს, რომ სამსახური აღარ აქვთ. მეშახტეების მხარდასაჭერად დღეს ტყიბულში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც ჩავიდა.

ჩემი მიზანია, არა მხოლოდ ამ ადამიანების მიმართ ჩემი სოლიდარობის დაფიქსირება, არამედ ამ საკითხის აქტუალიზაცია და ერთ-ერთ მოთხოვნად ქცევა მათი სამსახურებში აღდგენის, სწორედ ისე, როგორც ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკანონოდ და უსამართლოდ სამსახურიდან გათავისუფლებულ მეშახტეებს გვერდით დავუდგეთ", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.