სინდისის პატიმრების საქმე ჭიანურდება - პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს

04.01.25 20:16
სინდისის პატიმრების საქმე ჭიანურდება - პროკურატურა სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს

 

ციხეში პოლიტიკური ნიშნით გაშვებული სინდიდის პატიმრების სასამართლო პროცესები ჭიანურდება. პროკურატურა ამჯერად ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, რეჟიმის ტყვეების წინასწარი პატიმრობის ვადები 50 დღით გახანგრძლივდება. 

დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ევროპული მომავლის მცველი პატიმრების წინააღმდეგ საქმის შეკერვა მარტივი არ აღმოჩნდა და რომ საგამოძიებო უწყებასაც კი უჭირს დაამტკიცოს, იმსახურებენ თუ არა ჭიჭინაძე, ცხადაძე და კიდევ 4 დაკავებული მრავალწლიან პატიმრობას.

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სისტემა მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს და ასე დემონსტრაციულად სჯიან ყველას, ვინც ევროპული მომავლის დაცვის გამო წყლის ჭავლის მანქანებსა და  რობოკოპების აგრესიას წინ გადაუდგა.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.