ივანიშვილი და მისი რეჟიმის წევრები სანქცირების მოლოდინში - "MEGOBARI აქტი" უკვე კონგრესშია
მხარდაჭერის ნაცვლად სანქციები! - დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლები "ოცნების" რეჟიმს სახიფათო თავგადასავლებით სავსე ზამთარსს და გაზაფხულს უანონსებენ. ჯო უილსონის განახლებული "მეგობარი აქტი" უკვე კონგრესშია.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამჯერად "ოცნების" ყველა წევრის და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას მოითხოვს.
ისედაც სანქცირებული რეჟიმისთვის სანქციების წრე მაქსიმალურად ფართოვებდა.
ამერიკის 119-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატის ისტორიული სხოდმის გახსნიდან რამდენიმე წუთში, განხილვის საგნად ქართველი ევროპული მომავლის მცველების თავდაუზოგავი ბრძოლა და "ოცნების" რეჟიმის რეპრესიები იქცა. წინ "ქართული კოშმარისს არაღიარების აქტია", რომლის განხილვასაც წარმომადგენელთა პალატაში, სავარაუდოდ, დაჩქარებულად დაიწყება და პირველად ისტორიაში, შესაძლოა ამერიკამ ოფიციალურად არ აღიაროს რეჟიმი, რომელიც თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს.
დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.