"ოცნებას" მალე თავისივე მომხრეები აუჯანყდებიან" - უწყვეტი პროტესტის 38-ე დღე რუსთაველზე

04.01.25 20:16
"ოცნებას" მალე თავისივე მომხრეები აუჯანყდებიან" - უწყვეტი პროტესტის 38-ე დღე რუსთაველზე

 

უწყვეტი პროტესტის 38-ე დღე საქართველოში - ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.  პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოქალაქეეები ისევ ქუჩაში გავიდნენ. 

საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები და ჩვენი პროტესტი არის იმის ნიშანი, რომ მოვიდნენ გონს და დანიშნონ არჩევნები. ეს არის მათი ბოლო გამოსავალი. სხვა გამოსავალი ამ ე.წ. ხელისფულებას არ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის გარეშეა. ვფიქრობ, რომ "ოცნებას" ცოტა ხანში თავისივე მომხრეები აუჯანყდებიან", - ამბობს აქციის მონაწილე.