საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტია - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაა. კოტავას ქუჩაზე შეკრებილები საეთერო დროს ითხოვენ. 38 დღიანმა პროტესტმა შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. ხალხის მონაპოვარია საეთეროო დრო განსაზღვრული ქრონომეტრაჟით, საზოგადოებრივ პრობლემებზე სასაუბროდ, თუმცა ეს საკმარიისიი მაინც არ არის.
ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო მოწოდებები ისმის. კოსტავას ქუჩაზე შეკრებილი მომიტინგეეების მოთხოვნათა შორის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაც. სწორედ ამ მესიჯის შეუფერხებლად გავრცელება სურთ მოქალაქეებს იმ არხის ეთერიდან, რომელიც მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება.
ჩვენ მოვიპოვეთ მცირე დრო, მცირე ეთერი, მაგრამ პირველი დღიდან ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი. უნდა გაიხსნას დღის ეთერი. ამას გარდა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებელი პირები, ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი გათავისუფლდნენ, სხვა შემთხვევაში ამ არხზე პოლიტიკა არ შეიცვლება. დღის ეთერს რაც შეეხება, გადის "სპაიდერმენი", იმის ნაცვლად, რომ პროტესტი შუქდებოდეს", - ამბობს აქციის მონაწილე.