"ხელი მკრეს და ბეტონის კედელს მიმანარცხეს" - თავდასხმა აქციების მონაწილე კიდევ ერთ ქალზე

05.01.25 11:36
"ხელი მკრეს და ბეტონის კედელს მიმანარცხეს" - თავდასხმა აქციების მონაწილე კიდევ ერთ ქალზე

თავდასხმა აქციების მონაწილე კიდევ ერთ ქალზე - ამჯერად ჩასაფრება მევიოლინე გვანცა ჩხეიძეს მოუწყეს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკუთარ პოზიციას საჯაროდ, მათ შორის, სოციალურ ქსელშიც გამოხატავს, თავდამსხმელმა, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაიმეტა. ქალი მოძალადემ ბეტონის კედელს მიანარცხა. ჩხეიძე თავის გატეხვისგან მხარზე გადაკიდებულმა ვიოლინომ იხსნა. 

ზურგიდან ვიღაცამ მკრა ხელი და მივეხეთქე ბეტონის კედელს. გადამარჩინა იმან, რომ მარჯვენა მხარეს, რომელი მხარითაც მივეხეთქე კედელს, ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ამანს დამიცვა, რომ თავიც არ ვხეთქე. ისე კარგად იყო შერჩეული ეს მომენტი, რომ ქუჩაზე არავინ იყო და რომ მკრა ხელი, მაშნვე გაიქცა. ეჭვებში ვარ, მე ვუკავშირებ ჩემს პოზიციას, იმიტომ, რომ უბანი პატარაა. შარშანაც, მარტის აქციებზე რომ გავდიოდი, მე და ჩემს გოგოს დროშები გვეჭირა ხელში და ორმა ტიპმა, რომ დაგვინახეს, დაგვიწყეს გინება. ეს არის წახალისებული ქცევა, მწვანე შუქი აქვთ ანთებული ამ ადამიანებს, - ამბობს ქეთი ჩხეიძე „პირველებთან“ საუბარში.