ხანძრის შედეგად ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხლად დაიწვა - უმძიმესი ტრაგედია გალში
ტრაგედია საბერიოში - ჭოლარიების სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. როგორც "პირველებს" უყვებიან, ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მომხდარის დროს, გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მამა სწორედ ცოლთან იმყოფებოდა, ბავშვები კი ბებიასთან დატოვა.
5 მცირეწლოვანი ბავშვია გარდაცვლილი ანუ დამწვარია. როგორც მე ვგებულობ, ბებიას აქვს ნავთის მაგივრად ბენზინი ჩასხმული და 5-ვე მცირეწლოვანი არის გარდაცვლილი. მოგეხსენებათ, ეს ტერიტორია არის საოკუპაციო ზოლის მიღმა და ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძლებთ იქ გადასვლას. უმცროსი 8 თვისაა, უფროსი, მე როგორც მითხრეს, მესამე კლასში იყო. ბებია მეზობლებში შველას ითხოვდა, მერე თვითონაც უკან შევიდა და მძიმედ არის, თვითონაც დამწვარია, - უვება წყარო „პირველებს“.