ექსკლუზივი - "ტვ პირველმა" შანაი ბრუკის მკველობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა

08.09.21 19:59
ექსკლუზივი - "ტვ პირველმა" შანაი ბრუკის მკველობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა

ექსკლუზივი -  "პირველები" თბილისის შუაგულში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკველობაში ბრალდებულის კვალზე გავიდა. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ქალის განზრახ კვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.

ბრალდებულის ფეისბუქ ანკეტის მიხედვით, დაკავებულს სამუშაო ადგილად "ქართული ოცნება" აქვს მითითებული. 

"ტვ პირველის" რეპორტიორმა გაარკვია ისიც, რომ მურსაკულოვის დაკავების შემდეგ პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელის ახლიდან დანაშაულის იარაღი, დანაც ამოიღო, რომლითაც 31 წლის ქალს ათამდე ჭრილობა მიაყენეს. 

შანაი ბრუკს  თბილისის ტურისტულ ზონაში სასიკვდილო ჭრილობები დანით 40 დღის წინ მიაყენეს. ცენტრალურმა  კრიმინალურმა  პოლიციამ დანაშაული გახნილად დღეს გამოაცხადა, თუმცა გომელაურის უწყებას ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საზრაელი მკველობის მოტივი არ დაუსახელებია.    საგანგებო ბრიფინგზე თქვეს მხოლოდ ის, რომ  იპოვეს დანაც,  რომლითაც ქალი მოკლეს.