"შენდობას ვითხოვ" - მამა შალვა კეკელია ჟურნალისტ ანი მამულაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

05.01.25 15:45
"შენდობას ვითხოვ" - მამა შალვა კეკელია ჟურნალისტ ანი მამულაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის

მამა შალვა კეკელია ბოდიშს და შენდობას ითხოვს. ეს განცხადება სასულიერო პირმა "პირველებთან" გააკეთა. მღვდელმსახურს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ის სიცრუის ტირაჟირებაში გარდაცვლილი ქალის შვილმა ამხილა.

საქმე ჟურნალისტ ანა მამულაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხება. სასულიერი პირი ქადაგებისას ამტკიცებდა, რომ მამულაშვილს "იმედის" დარბევის დროს თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რამაც სიმსივნე გამოიწვია. 

წირვის დასრულების შემდეგ მამა შალვამ დღეს თქვა, რომ გარდაცვლილს ოჯახს ბოდიშს უხდის იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ინფორმაცია მან არასწორად გაავრცელა.

ანის გოგონას ფეისბუქზე თქვენ პოსტი წამაკითხეთ და მე მინდა, მას გადავცე რომ ის ძალიან მიყვარს, მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი, სამწუხაროდ, ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს. თუ ეს ასე არ არის, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე, - ამბობს სასულიერო პირმა.  

მას შემდეგ, რაც მამა შალვამ ანი მამულაშვილის გარდაცვალების შესახებ ქადაგებისას ისაუბრა, ჟურნალისტის შვილმა, მია გოგელაშვილმა ფეისბუქპოსტი გაავრცელა და სასულიერო პირი სიცრუეში ამხილა. გოგელაშვილი წერდა, რომ გარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არ აპატიებდა. 

მსგავსი სიახლეები