არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გალში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს.
არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას, - წერს პრეზიდენტი.
ჭოლარიების სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი მესხვერპლა. როგორც "პირველებს" უყვებიან, ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მომხდარის დროს, გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მამა სწორედ ცოლთან იმყოფებოდა, ბავშვები კი ბებიასთან დატოვა.