უმძიმესი ტრაგედია ოკუპირებულ გალში - დეტალები საბერიოდან

05.01.25 17:10
უმძიმესი ტრაგედია ოკუპირებულ გალში - დეტალები საბერიოდან

რა გახდა ოკუპირებულ გალში ტრაგედიის მიზეზი - ერთ-ერთი ვერსიით, ჭოლარიების სახლში ცეცხლი ძველ სადენებს იმ ოთახში გაუჩნდა, სადაც ბენზინი ინახებოდა. კიდევ ერთი ვერსიით, ბებიამ ღუმელში ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი ჩაასხა, რამაც აალება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მოზარდებს ეძინათ, ხის სახლს კი ცეცხლი სწრაფად წაეკიდა. 

ირკვევა, რომ ტრაგიკულად დაღუპული მოზარდები დევნილები არიან. სოფელ ახალ კახათიდან გალში ბავშვები მშობლებმა საახალწლო არდადაგებზე, ბებიასთან გაუშვეს. ტრაგედიის დროს დედა ზუგდიდის საავადმყოფოში იწვა, მამა კი მის მოსანახულებლად იყო წასული.

მეორე კლასელია უფროსი და უმცროსი 8 თვის. საავადმყოფოში იყო დედა, ცუდად იყო, - ყვება ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ჭოლარიების სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი მესხვერპლა.