18 წლიანი მუშაობის შემდეგ გენერალური პროკურორის მოადგილემ პოსტი დატოვა - დაიწყო თუ არა სისტემამ რღვევა?
გენპროკურორის მოადგილემ 18 წლიანი მუშაობა სისტემაში 1 შეტყობინებით დაასრულა. ელექტრონულ მისამართზე ხელმძღვნელობას მისწერა, რომ არსებულ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა და წავიდა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა. საჯარო მოხელემ პროკურატურაში 18 წელი იმუშავა, აქედან ბოლო 5 წლის განმვლობაში ის გენ როკურორის მოადგილე იყო.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ ნათია მერებაშვილი პროკურორების იმ ჯგუფში იყო, რომელიც სისხლიანი ნოემბრის შემდეგ ხალხის წამებას აპროტესტებდა, ამ პოზიციას კი საჯაროდ აფიქსირებდა. მაღალი თანამდებობის პირს ძალოვან უწყებაში თანამოაზრეებიც ჰყავდა.
ადამიანები, რომლებიც სისტემას გამოეყვნენ, ამბობენ, რომ მერებაშვილი კვალიფიციური კადრი იყო. მერებაშვილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში გენ როკურორის ის მოადგილე იყო, რომელსაც ყველა საერთაშორისო პროექტი და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა ჰქონდა ჩაბარებული.
გავლენიენი ორგანიზაციის იურისტები ფიქრობენ, რომ რეჟიმი მთავარ საყრდენებს კარგავს. სისტემა იშლება გომელაურის უწყებაშიც და სისტემამ შლა დაიწყო გაბიტაშვილის სამსახურშიც.
სინქრონი მარიკაშვილი და ბაია
ნათია მერებაშვილის გადაწყვეტილებაამა ოპოზიციაა დააარწმუენააა რომ სახალხო ქუჩის პროტესტი მუშაობსს. პრო დასავლურ პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობეეენ რომ ეს მხოლოდ დასაწყისიააა. თუ იქნებააა უფრო მეტი ზეწოლაა დასავლეთიდააან, თუ იქნება უფრო მეტიი სანქციაა რეჟიმისს წინააღმდეგ, მაშინ კიდევ ბევრი საჯარო მოხელე იტყვისს უარსს უკანონო დავალებების შესრულებაზეე - ამბობენ ოპპოიციაში.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.