მოქალაქეები რეჟიმის ტყვეების დასახმარებლად ერთიანდებიან

05.01.25 21:05
 მოქალაქეები რეჟიმის ტყვეების დასახმარებლად ერთიანდებიან

 

პროტესტის 39-ე დღეს დედაქალაქის ქუჩებში ისე საპროტესტო მსვლელობები ეწყობა. საახალწლო დღეების მიუხედავად, ხალხი პროტესტს მთავრობას დღის და ღამის განმავლობაშიც უცხადებს. ერთ-ერთ კერად კვლავ რჩება თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც  სტუდენტები ღამეს ათენებენ. სოლიდარობის მიზნით დღეს თავისუფალი, აგრარული უნივერსიტეტის და ჯიპას სტუდენტები გაერთანდენ და მსვლელობით შეუერთდნენ უნივერსიტეტში გაფიცულ ახალგახრდებს. 

სტუდენტებთან ერთად დგანან  მუსიკოსებიც, რომლებიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ახლა მომღერლებმა და მუსიკოსებმა საქველმქომედო აქციების გამართვა დაიწყეს.

ლელა წურწუმიამ ბენდთან ერთად "მონოჰოლში" საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, საიდანაც მიღებული თანხა ნანუკას ფონდში გადარიცხა. თანხა აქციების დროს დაკავებულებს და მათ ოჯახის წევრებს მოხმარდებათ.

საქველმქოქმედო ღონისძიება იყო  რესტორან "ორონეშიც", რომელიც მუსიკოსმა ალექსანდე კორძაიამ ჩაატარა. გაყიდული ბილეთების შედეგად აღებული თანხა მუსიკოსმა გადარიცხა "ფროსფერით ჯორჯიაში", რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბროლაში დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდებათ.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.