პროტესტის 39 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა
საახალწლოდ მორთულ და განათებულ ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. პროტესტის 39-ე საღამოც რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრია. ადგილზე შეკრებილები ისევ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სანამ არ მივაღწევთ სრულად ჩვენს მიზანს, იქამდე არ დავიშლებით. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ რეჟიმის ტყვეები იქნენ გათავისუფლებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მცირე გამარჯვებები გვაქვს ამ გზაზე, მაგრამ სანამ სრულ გამარჯვებას არ ვიზეიმებთ, იქამდე არ გავჩერდებით, - ამბობს აქციის მონაწილე.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.