"არ დავიღლებით" - უამინდობის მიუხედავად, ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

05.01.25 20:50
"არ დავიღლებით" - უამინდობის მიუხედავად, ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

 

უამინდობის მიუხედავად, ამ წუთებში ხალხმრავლობაა ბათუმის ქუჩებში. საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლის ქუჩების კვეთაზე ახლა ევროპული მომავლის მცველები არიან შეკრებილები. მათი მთავარი მოთხოვნაც ორია -  ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ბათუმში მიმდინარე აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ. 

39 დღეა ბათუმის მოსახლეობა, ახალგაზრდები, ითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ჩვენ არ დავიღლებით და ვერ შეგვაშინებს არც წვიმა, არც ქარი და აუცილებლად გავიმარჯვებთ! ქვეყანას ისევ გავუყენებთ ევროპულ განვითარების გზას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

რა ხდება ბათუმში ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.