სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ აბაევი დააკავეს

05.01.25 21:04
სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ აბაევი დააკავეს

 

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ აბაევი. სამოქალაქო აქტივისტს რეჟიმი კარლო კაციტაძის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებული მამაკაცი ახლა ქალაქის მთავარ სამმართველოში  ჰყავთ გადაყვანილი. აბაევის სახლში ჩატარდა ჩხრეკაც, თუმცა არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ვერაფერს მიაგნო.

აბაევი ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ აბაევს არ ახსოვს, რა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კარლო კაციტაძეს და მისი უწყების თანამშრომლებს. 

დაკავებული კაცი ასევე ყვება, რომ მას დეკემბრის თვეში თავს სამართალდამცველები დაესხნენ. მოგვიანებით მან მომხდართან დაკავშირებით კაციტაძის უწყებას მიმართა და რეაგირება სთხოვა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო სამსახურმა არაფერი მოიმოქმედა, აბაევმა უწყებაში დარეკა, თუმცა რა მოხდა შემდეგ, დაკავებულს არ ახსოვს. 

გამოძიება დაწყებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, როგორც თვითონ განაცხადა, სექტემბრის თვეში მას ფიზიკურად რამდენიმე პოლიციელი გაუსროდა, დღისით-მზისით, ნიღბების გარეშე, შეუიარაღებელი პირები, პოლიციელები. ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც უყურებდა დეკემბრის თვეში, ასეულობით პირის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, გაბრახებულ გულზე დარეკა საგამოძიებო სამსახურში, პრეტენზიით მიმართა, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფატქზე, მეორე მხრივ დეკემბრის თვეში განხორციელებულ ძალადობებზე არაფერი განუხორციელებია, შესაბამისად, თავისი აზრი გამოხატა ამ მხრივ და დააფიქსირა თავისი პრეტენზია. რაშ გამოიხატა მუქქარა, რა სიტყვებით მიმართა ოპერატორს, ამ კონკრეტულ ინფორმაციასტან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მოცემულობით, თვითონაც ვერ იხსენებს, - ამბობს ადვოკატი. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.