საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი არ წყდება - მოქალაქეები ეთერს ითხოვენ
ტრადიციულად პროტესტი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. პირველი არხის შენობასთან ხალხი დღესაც უცვლელი მოთხოვნით მივიდა. მოქალაქეები ელოდებიან, რომ მაუწყებელი ეთერს საზოგადოების პრობლემებზე საუბრისთვის საზოგადოებას დაუთმობს და არხის ამჟამინდელი მენეჯმენტი გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საზოგადოების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფი შეკრებილია უკვე თვეზე მეტია. პროტესტის პარალელურად, მოქალაქეები ვითხოვთ საზმაუსგან სამართლიანად, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და არა მხოლოდ. ჩვენ, ზოგადად, გვგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების მანძილზე ვერ ასრულებს მაუწყებლის შესახებ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, - ამბობს აქციის მონაწილე.
პირველ არხთან შეკრებილები ამ წუთებში უკვე მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც მთავარ აქცაის შეუერთდებიან.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის ჩართვაში.