პროტესტის მე-40 დღე - დღის განმავლობაში დაგეგმილი აქციების განრიგი ცნობილია
უწყვეტი პროტესტის მე-40 დღე - დღესაც, 6 იანვარს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მარშებია დაგეგმილი.
განრიგი ასეთია:
- 12:00-21:00 - ბაზარი ორბელიანი მხარში უდგას მცირე მეწარმეებს! - ვეკუას 35
- 16:00 - "არა რუსული, ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს" - "ვისოლ ჯგუფის" სათავო ოფისი. (ი.ჭავჭავაძის გამზირი N74ბ.)
- 19:00 - დღის ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
- 19:00 - აქცია პარლამენტთან
- 20:00 – წერილი რეჟიმის პატიმრებს- ილიას და აკაკის ძეგლთან
- 19:00-22:00 - შევაგროვებთ და დავარიგებთ საჩუქრებს! - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან)
- 20:00 - საშობაო მსვლელობა ქაშუეთისკენ - ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო. ვაკე: ვაკის ეკლესია. ძველი თბილისი: მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.
- 21:00 - ფერმერების საშობაო ბაზრობა - რუსთაველის გამზირზე
- 23:59 - საყოველთაო ალილო შობის ღამეს! - რუსთაველზე (ნაძვის ხესთან)