გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სამსახურიდან წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს

06.01.25 10:43
გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სამსახურიდან წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ნათია მერებაშვილი თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მისი გადაწყვეტილება, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

არ ვიმყოფები საქართველოში. ამ საკითხზე ვფიქრობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დეკემბერში დავტოვე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ სხვადასხვა განმარტებისგან" - განაცხადა ნათია მერებაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან  ნათია მერებაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გუშინ გაავრცელა.

"პირველების" ინფორმაციით, მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.

მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.