ქართველ მეზღვაურებს ფინეთის ყურეში მომხდარ დივერსიაში ადანაშაულებენ

06.01.25 12:25
ქართველ მეზღვაურებს ფინეთის ყურეში მომხდარ დივერსიაში ადანაშაულებენ

ქართველ მეზღვაურებს ფინეთის ყურეში მომხდარ დივერსიაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანებას.

ადგილობრივი გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებული ტანკერიდან "EAGLE S" ფსკერზე განზრახ ჩაუშვეს ღუზა, რომ კაბელები დაენადგურებინა. მედია იტყობინება, რომ ხომალდმა წყალში ჩაშვებული ღუზით რამდენიმე ათეული კილომეტრი იარა, რის გამოც ოთხი სტრატეგიული საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ ტანკერის დახმარებით ხდება საერთაშორისო სანქციებისგან გვერდის ავლა, რომ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება მოხდეს.

ფინური მედია ხომალდის კაპიტნის სახელსა და გვარსაც ასაჯაროებს და წერს, რომ ის დავით ვადაჭკორიაა. 

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს დანაშაული დადასტურდება, ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იქნება. სპეციალისტები ახლა განმარტებებს საზღვაო სააგენტოსგან და "ქართული ოცნებისგან" ითხოვენ. 

გამოძიების პროცესში, ვიცით, რომ მონაწილეობს ტანკერი, სამოქალაქო ტვირთების გადამტანი ხომალდი, რომელიც ატარებდა ნავთობს, როგორც ამბობენ და ამის პარალელურად, ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას ან დივერსიის ხელშემწყობ საქმიანობას ბალტიის ზღვაში. შესძლოა, ეკიპაჟი მოხვედრილიყო,ჩვენი ქართული ეკიპაჟი ბევრ სხვა ხომალდზეა. კაპიტანი, როგორც პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერ აქტზე, ეს იქნება ეკოლოგიური დაბინძურება თუ ეს იქნება დივერსიული აქტი, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის და იმიჯისთვის, იმიტომ, რომ იმისთვის, რომ ქართველ კაპიტნებს, მეზღვაურებს ჰქონდეთ თავისულფად მიმოსვლის და დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო ილცენზიების და აღიარების მქონე ხომალდებზე, საქართველოს მთავრობამ თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთა ისევე, როგორც ტრანსპორტის ადმინისტრაციამ. დღეს ამ ფაქტს შეუძლია ამ ყველაფრის ეჭვის და საფრთხის ქვეშ დაყენება. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ათასი მეზღვაური შეიძლება დადგეს სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე თუკი დადასტურდა, რომ ქართული ეკიპაჟები მონაწილეობენ არალეგალურ ოპერაციებში. რუსეთი რომ ასეთი რამის გამკეთებელია, ამაში ეჭი არავის გვეპარება. ის, რომ ფინეთი ამას აცხადებს, ეგ ძალიან მნიშვნეოვანია ამბავია, იმიტომ, რომ ფინეთი, როგორც წესი, არ არის სახელმწიფო, რომელიც ეგეთ რამეებს მარტივად ამბობს, - ამბობს დავით ძიძიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები