საყოველთაო ალილო შობის ღამეს - საშობაო მსვლელობა 5 ლოკაციიდან დაიწყება
დღეს, 6 იანვარს უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეა.
შობის ღამეს თბილისის მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ტაძართან შეხვდებიან და დღესასწაულს ანთებული სანთლებით აღნიშნავენ.
პოეტი რატი ამაღლობელი ვარაუდობს, რომ შობის ღამეს, ალილოს უნიკალურ შესრულებებს მოსიმენს შეკრებილი საზოგადოება.
“ეს ყველაფერი თვითორგანიზებადია და შესაძლოა, ისეთი რაღაცეები ვნახოთ, რაც აქამდე არ გვინახავს“, - ამბობს ამაღლობელი.
ვრცელდება საშობაო მსვლელობის მარშრუტებიც:
ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. მარშრუტი: https://shorturl.at/vLvZp
ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. მარშრუტი: https://shorturl.at/8xVZp
საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო. მარშრუტი: https://shorturl.at/WBe4Z
ვაკე: ვაკის ეკლესია. მარშრუტი: https://shorturl.at/MUs89
ძველი თბილისი: მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი. მარშრუტი: https://tinyurl.com/3b8s3ytu