სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს -ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.
“აღენიშნება დამწვრობითი ჭრილობები სახისა და ორივე წინა მხრის არეში... მდგომარეობა რჩება სტაბილური, საშუალო სიმძიმის, განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში“, - ამბობს ექიმი.
ტრაგედია საბერიოში - გუშინ, ჭოლარიების სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.