სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს რუსული ტელეგრამ არხების საშუალებით ეძებენ - "პირველები" დაკარგულის მეგობარს ესაუბრა

06.01.25 13:21
სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს რუსული ტელეგრამ არხების საშუალებით ეძებენ - "პირველები" დაკარგულის მეგობარს ესაუბრა

სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს რუსული ტელეგრამ არხების საშუალებით ეძებენ. რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვიქტორ სოლოვიოვს თეთრნულდისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებული და ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. მამაკაცს ჯერ იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი თეთრი სუბარუს ავტომობილით გაიტაცეს. ვრცელდება ფოტოც, რომელიც, სავარაუდოდ, გაუჩინარებული კაცის მეუღლემ გადაიღო.

"პირველები" რუსეთის მოქალაქეს და ვიქტორ სოლოვიოვის მეგობარს, რომელმაც ძებნა გამოაცხადა, ტელეფონით ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ სოლოვიოვები საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ.

ჩვენ თვითონაც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ჯერჯერობით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ორივე რუსეთის მოქალაქეა. ვიცით ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოში, დაახლოებით. 2-3 დღის  ჩამოსულები იყვნენ ტურისტული მიზნით. მასთან კონტაქტზე გასვლა 2 დღეა ვერ ვახერხებთ. მისი აღწერის შესახებ დეტალური ინფორმაცია გავრცელებულია, - ამბობს სოლოვიოვის მეგობარი. 

ქართული პოლიცია რუსეთის მოქალაქის კვალზე ჯერ ვერ გადის. "პირველების" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობივების სახლებიც გაჩხრიკეს, მაგრამ ვერც დაკარგული ტურისტი იპოვეს და ვერც დამნაშავეები. 

კაცია დაკარგული. პოლიციით იყო გადავსებული აქაორობა. სახლებშიც შევიდნენ, ყველაფერი, ზრდილობიანა, კულტურულად, - ამბობს ადგილობრივი. 

ერთი ვერსიით, პოლიციამ ავტომობილის ნომრით მოახერხა შეიარაღებული პირების იდენტიფიცრება. შსს-მ გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: ყაჩაღობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენხვა-ტარება. 

შეგახსენებთ, რომ რუს ტურისტებს თავს გუშინ, თეთნულდისკენ მიმავალ გზაზე დაესხნენ. 

მსგავსი სიახლეები