ალექსი მამულიას და ვანო ჯაფიაშვილის გატაცება - "ოცნება" დუმს

06.01.25 15:33
ალექსი მამულიას და ვანო ჯაფიაშვილის გატაცება - "ოცნება" დუმს

ოკუპანტების მიერ გორის სამხედრო ჰისპოტლის ექიმის გატაცების შესახებ "ქართულ ოცნებას" ამ დრომდე ერთი განცხადებაც არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ, ვრცელ განცხადებას ავრცელებს ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მედიკოსი და მისი ნათესავი ცხინვალში იმ მიზნით გადავიდნენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანათ ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მამარდაშვილი. რეჟიმი მამარდაშვილს დეზერტირად მოიხსენიებს, რადგან მან უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობაზე თქვა უარი. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი მამარდაშვილს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ეხმარებონენ.

ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ოკუპაცია არ აღელვებს, რაც ცხადყოფს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება კრემლის მოკავშირეა. 

ჩვენს თვითმარქვია ხელისუფლებას ოკუპაცია რომ აღელვებდეს, ეს საერთაშორისო დონეზე საგანგებო განცხადებებს უნდა ავრცელებდეს, მიმართავდეს ევროკავშირს, მიმართავდეს დასავლეთს და ითხოვდეს დახმარებას. „ქართული ოცნება“ მალავს გატაცების ფაქტებს, მცოცავი ოკუპაციის მიმდინარეობის ფაქტებს. ეს, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის მოკავშირეა და ოკუპანტები გვყავს არა მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან, არამედ თბილისშიც „ქართული ოცნების“ თვითმარქვია ხელისუფლების სახით, - ამბობს ოპოზიცის წარმომადგენელი. 

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, 21 საუკუნის ლეკიანობაა.  

მორიგი ექიმი გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში დაამწყვდიეს იმის გამო, რომ ის ადამიანს ეხმარებოდა. ექიმის მოავლებაა ადამიანის დახმარება. თუმცა, რუსეთმა ეს არ იცის და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წნეხი განახორციელოს ადამიანებზე. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ ისევ ომში ვართ და არანაირი მშვიდობა ჩვენ არ გვაქვს, რასაც ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება. ეს არის დიდი ტყუილი და ყოველდღიურად ასე მუხანათურად იტაცებენ და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21 საუკუნის ლეკიანობაა საქართველოში რუსეთის მხრიდან, - ამბობენ ოპოზიციაში. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები